დღე იყო ძალიან სასიამოვნო და დატვირთული. დავასრულეთ პროექტებზე მუშაობა და გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაციები. გვქონდა კარგი უკუკავშირი, გავითვალისწინეთ კოლეგებისა და ჩვენი ტრენერის, ხათუნა ციხელაშვილის შენიშვნები, შევიტანეთ შენიშვები პროექტებში.
ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ ინტელის ძირითადი კურსის ტრენინგმა დიდი ცოდნა შემძინა როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიებში, ასევე ინტელის სახელმძღვანელოს ნავიგაციაში. ბევრი ახალი სასარგებლო ტექნოლოგიური უნარი შევიძინე, და ეს ყველაფერი ჩვენი პროფესიონალი, დაუღლელი და ხალისიანი ტრენერის, ხათუნა ციხელაშვილის მიერ მოწოდებული ძალიან გვილამაზებდა ადრეული გაზაფხულის ამ დღეებს.
ღრუბლებში მუშაობა ვისწავლე და ღრუბლებში ფიქრიც დავიწყე, მომავალ შეხვედრამდე, ჩვენო ძვირფასო კოლეგებო.
ინტელის ძირითადი კურსი
Saturday, March 12, 2016
Sunday, March 6, 2016
მერვე დღე
დღე იყო ძლიერ ნაყოფიერი, ღრუბლიანი, მაგრამ შინაარსიანი და სავსე.
ვისაუბრეთ მოსწავლეთა საჭიროებებზე, მაღალ სააზროვნო უნარებზე, ინდივიდუალურ მიდგომებზე ბავშვთან, დიფერენცირებულ საწვლებაზე, გავწერეთ დავალებები სუსტი და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისათვის, პროექტის გეგმის შაბლონი შევავსეთ ბოლომდე, განახლებული გეგმა ავტვირთეთ ღრუბლებში, ჩვენს ბლოგს მივამაგრეთ პორტფოლიო და მისი მისამართი გავუგზავნეთ ტრენერს.
სამწუხაროა, რომ ახლოვდება ტრენინგის დასასრული.
Saturday, March 5, 2016
მეშვიდე დღე
დღეს განსაკუთრებული მეცადინეობა გვქონდა, თბილოდა, ხალისიანი განწყობა იგრძნობოდა.
განვიხილეთ სახელმძღვანელოდან ქიმიის მასწავლებლის ბუკლეტი, ვისაუბრეთ მისი სამიზნე ჯგუფისა და შინაარსის შესახებ. ტრენერმა დაგვავალა, მოვამზადოთ ბუკლეტის მონახაზი.
პროექტის მიზნების გათვალისწინებით ვისაუბრეთ აქტივობების მნიშვნელობაზე, ჩამოვაყალიბეთ, როგორ უნდა გავწეროთ აქტივობები პროექტის მიზნების გათვალისწინებით.
დავიწყეთ საკუთარი აქტივობების წერა პროექტის გეგმის შაბლონში, განახლებული პროექტის გეგმა ავტვირთეთ ღრუბლებში.
Sunday, February 21, 2016
დღე მეექვსე
დღე მეექვსე
დღეს ავტვირთეთ მოსწავლის მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები ღრუბლებში, გავუზიარეთ ტრენერს, ჯგუფში განვიხილეთ თითოეული მათგანი, მოვახდინეთ უკუკავშირი.
კვლავ ვიმუშავეთ პროექტის გეგმებზე, შევავსეთ ისინი, მოვახდინეთ შეფასების ინსტრუმენტების აღწერა, განვივითარეთ საბაზისო უნარ - ჩვევები.
მეხუთე დღე
დღე მეხუთე
დღეს ჩვენ განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები და მეთოდები, მოვამზადეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაციის ჩეკლისტი და მის მიხედვით მოვამზადეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
ჩვენს ტრენერს ნამდვილად ანგელოზის მოთმინება აქვს, ჩვენს უამრავ კითხვას რომ უმკლავდება გზადაგზა.
Sunday, February 7, 2016
მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღე
მეორე დღე, ნისლიანი 7 თებერვალი ჩვენი ტრენერის წყალობით ძალიან სწრაფად გავიდა, რადგან მთლიანად ვიყავით ჩართულები სამუშაოში.
ვისწავლეთ დაგეგმვის პროცესი, ჩავატარეთ ბრეინსტორმინგი - ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტის იდეები, ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები და შენიშვნები.
ჩვენს საქაღალდეში პროექტის გეგმის შაბლონის შედგენა დავიწყეთ: შევავსეთ ზოგადი ინფორმაციის გრაფები, ვისწავლეთ ეროვნული სასწავლო გეგმის საიტზე ნავიგაცია და ინდიკატორების გადმოტანა გეგმის შაბლონში.
მივიღეთ საშინაო დავალება შემდეგი ტრენინგისათვის, რომელსაც მოუთმენლად ველი.
პირველი დღე
შთაბეჭდილებები ტრენინგის პირველ დღეზე
ტრენერი ხათუნა ციხელაშვილი აქტიური პიროვნული დინამიკის მქონე, პროფესიონალი და მეტად სასიამოვნიო ადამიანია. არ ეზარება მეათედ და მეთერთმეტედ აუხსნას მასწავლებელს ერთიდაიგივე საკითხი. ნელნელა ვითვისებთ ყველაფერს, ნაბიჯ - ნაბიჯ მივყვებით მის დავალებებს.
ჯერ გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. დაახლოებით 1000 გვერდიანია, მისი მოხმარების წესები ვისწავლეთ. ნავიგაცია არ გამჭირვებია, მიჩვეული ვარ ელექტრონულად დოკუმენტების დამუშავებას.
შემდგომი ნაბიჯი პროექტის შაბლონის გაცნობა იყო. განვიხილეთ ორი პროექტი: " "რომეო და ჯულიეტა" და "კონკია". მათში აღნიშნული საკითხები არატრადიციულად, განსხვავებით არის გაშუქებული, რაც ძალიან მომეწონა.
შევქმენით ჩვენი პროექტის საქაღალდე, გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ - ჩვევებს, რაც ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო და ბევრი სიახლეც ვისწავლე.
ბოლოს შევქმენი საკუთარი ბლოგი, პირველი დღე ნაყოფიერი და მეტად სასიამოვნო იყო.
Subscribe to:
Posts (Atom)