Sunday, February 21, 2016

დღე მეექვსე

                                                                 

                                                                   დღე მეექვსე

       დღეს ავტვირთეთ მოსწავლის მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები ღრუბლებში, გავუზიარეთ ტრენერს, ჯგუფში განვიხილეთ თითოეული მათგანი, მოვახდინეთ უკუკავშირი.

        კვლავ ვიმუშავეთ პროექტის გეგმებზე, შევავსეთ ისინი, მოვახდინეთ შეფასების ინსტრუმენტების აღწერა, განვივითარეთ საბაზისო უნარ - ჩვევები.

მეხუთე დღე

                                                                     

                                                                        დღე მეხუთე


      დღეს ჩვენ განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები და მეთოდები, მოვამზადეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაციის ჩეკლისტი და მის მიხედვით მოვამზადეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
      ჩვენს ტრენერს ნამდვილად ანგელოზის მოთმინება აქვს, ჩვენს უამრავ კითხვას რომ უმკლავდება გზადაგზა.

   

Sunday, February 7, 2016

მეორე დღე

                                             

                                                                ტრენინგის მეორე დღე

        მეორე დღე, ნისლიანი 7 თებერვალი ჩვენი ტრენერის წყალობით ძალიან სწრაფად გავიდა, რადგან მთლიანად ვიყავით ჩართულები  სამუშაოში.
        ვისწავლეთ დაგეგმვის პროცესი, ჩავატარეთ ბრეინსტორმინგი - ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტის იდეები, ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები და შენიშვნები.
        ჩვენს საქაღალდეში პროექტის გეგმის შაბლონის შედგენა დავიწყეთ: შევავსეთ ზოგადი ინფორმაციის გრაფები, ვისწავლეთ ეროვნული სასწავლო გეგმის საიტზე ნავიგაცია და ინდიკატორების გადმოტანა გეგმის შაბლონში.
       მივიღეთ  საშინაო დავალება შემდეგი ტრენინგისათვის, რომელსაც მოუთმენლად ველი.
 

პირველი დღე




                                      შთაბეჭდილებები ტრენინგის პირველ დღეზე


         ტრენერი  ხათუნა ციხელაშვილი აქტიური პიროვნული დინამიკის მქონე, პროფესიონალი და მეტად სასიამოვნიო ადამიანია. არ ეზარება მეათედ და მეთერთმეტედ აუხსნას მასწავლებელს ერთიდაიგივე საკითხი. ნელნელა ვითვისებთ ყველაფერს, ნაბიჯ - ნაბიჯ მივყვებით მის დავალებებს.
         ჯერ გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. დაახლოებით 1000 გვერდიანია, მისი მოხმარების წესები ვისწავლეთ. ნავიგაცია არ გამჭირვებია, მიჩვეული ვარ ელექტრონულად დოკუმენტების დამუშავებას.
        შემდგომი ნაბიჯი პროექტის შაბლონის გაცნობა იყო. განვიხილეთ ორი პროექტი: " "რომეო და ჯულიეტა" და  "კონკია". მათში აღნიშნული საკითხები არატრადიციულად, განსხვავებით  არის გაშუქებული, რაც ძალიან მომეწონა.
        შევქმენით ჩვენი პროექტის საქაღალდე, გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ - ჩვევებს, რაც ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო და ბევრი სიახლეც ვისწავლე.
        ბოლოს შევქმენი საკუთარი ბლოგი, პირველი დღე ნაყოფიერი და მეტად სასიამოვნო იყო.