Sunday, February 7, 2016
პირველი დღე
შთაბეჭდილებები ტრენინგის პირველ დღეზე
ტრენერი ხათუნა ციხელაშვილი აქტიური პიროვნული დინამიკის მქონე, პროფესიონალი და მეტად სასიამოვნიო ადამიანია. არ ეზარება მეათედ და მეთერთმეტედ აუხსნას მასწავლებელს ერთიდაიგივე საკითხი. ნელნელა ვითვისებთ ყველაფერს, ნაბიჯ - ნაბიჯ მივყვებით მის დავალებებს.
ჯერ გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. დაახლოებით 1000 გვერდიანია, მისი მოხმარების წესები ვისწავლეთ. ნავიგაცია არ გამჭირვებია, მიჩვეული ვარ ელექტრონულად დოკუმენტების დამუშავებას.
შემდგომი ნაბიჯი პროექტის შაბლონის გაცნობა იყო. განვიხილეთ ორი პროექტი: " "რომეო და ჯულიეტა" და "კონკია". მათში აღნიშნული საკითხები არატრადიციულად, განსხვავებით არის გაშუქებული, რაც ძალიან მომეწონა.
შევქმენით ჩვენი პროექტის საქაღალდე, გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ - ჩვევებს, რაც ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო და ბევრი სიახლეც ვისწავლე.
ბოლოს შევქმენი საკუთარი ბლოგი, პირველი დღე ნაყოფიერი და მეტად სასიამოვნო იყო.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment