Saturday, March 12, 2016

მეცხრე დღე

       დღე იყო ძალიან სასიამოვნო და დატვირთული. დავასრულეთ პროექტებზე მუშაობა და გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაციები. გვქონდა კარგი უკუკავშირი, გავითვალისწინეთ კოლეგებისა და ჩვენი  ტრენერის, ხათუნა ციხელაშვილის შენიშვნები, შევიტანეთ შენიშვები პროექტებში.
       ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ  ინტელის ძირითადი კურსის ტრენინგმა დიდი ცოდნა შემძინა როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიებში, ასევე ინტელის სახელმძღვანელოს ნავიგაციაში. ბევრი ახალი სასარგებლო ტექნოლოგიური უნარი შევიძინე, და ეს ყველაფერი ჩვენი პროფესიონალი, დაუღლელი და ხალისიანი ტრენერის, ხათუნა ციხელაშვილის მიერ მოწოდებული ძალიან გვილამაზებდა ადრეული გაზაფხულის ამ დღეებს.
      ღრუბლებში მუშაობა ვისწავლე და ღრუბლებში ფიქრიც დავიწყე, მომავალ შეხვედრამდე, ჩვენო ძვირფასო კოლეგებო.

No comments:

Post a Comment